Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის ტელეფონს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეისწავლიან

September 22, 2026
ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი, არასრულწლოვნის დაკავებას ეკა კუპატაძის “ივანიშვილის კართან დგომას” უკავშირებს

გიგა ავალიანის საქმეში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დააკმაყოფილა ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ მოკლული მასწავლებლის ტელეფონი ისრაელიდან ჩამოყვანილმა ექსპერტებმა გახსნან.

თბილისში ეს ვერ შეძლეს, არადა წაქეზების მუხლით დაკავებული გოგოს უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ეს საქმისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა – საუბარია მიმოწერებზე ნია იმნაძეს და გიგა ავალაინს შორის.

ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი იმ მოტივით, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი ვერ გაიხსნა. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილურის გახსნის მიზნით ისრაელში. ისრაელის ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და აღნიშნული წერილობით კორესპოდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებასთან, ეს მტკიცებულებები დამატებით წარვადგინეთ სასამართლოში და სასამართლომ ისინი დაუშვა განსახილველად”. – ამბობს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი.

პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, იმნაძის ადვოკატი არ ენდობა პროკურატურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და თავის მხრივ, ცდილობდა მოეპოვებინა კონკრეტული უფლება ამ ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. მან აღნიშნული უარის თქმის შესახებ განჩინებებიც წარმოადგინა.

დაცვის მხარეს უფლება აქვს, შეისწავლოს კონკრეტული მობილური ტელეფონები, იქიდანაც გამოითხოვოს ინფორმაცია და დანიშნოს ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზა მას [დაცვის მხარეს] გიგა ავალიანის ტელეფონთან დაკავშირებით ნამდვილად აქვს დანიშნული, თუმცა არის ერთი სამართლებრივი პრობლემა, რის არქონის შემთხვევაში, ნამდვილად ვერ ჩაატარებს ექსპერტიზას. ეს არის უფლება სასამართლოს განჩინების სახით, რომ გამოითხოვოს ინფორმაცია წარმოდგენილი მობილური ტელეფონიდან.

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ავალიანის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით ადვოკატი შუამდგომლობდა როგორც პირველ ინსტანციაში, ისე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა არცერთმა სასამართლომ მას ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა”, – განაცხადა ქეთი სონიძემ.

27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.

იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან – დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ “ზედმეტ ყურადღებას იჩენდა”, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი არიან დაკავებულები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გდდ-ის მაღალჩინოსანი სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს
  • რა იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტზე – რას ამბობს ადვოკატი
  • გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge