სოფელ ველისციხეში მოსახლეობა აქციას აანონსებს – ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
აქციის მიზეზად სოფელში არსებული მწვავე პრობლემები სახელდება.
სკოლის დროებითი დახურვა, რის გამოც მოსწავლეებს ყოველდღე 10 კილომეტრამდე გზის გავლა მოუწევთ;
ყურძნის დაბალი ფასი, რომელსაც მევენახეები აპროტესტებენ;
გაჭიანურებული რეაბილიტაცია, რომლის დასრულება რამდენმჯერმე ჩავარდნილი ტენდერის გამო დროში გაიწელა.
