Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს”- რას ამბობს ირაკლი კირცხალია

September 22, 2026
“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს”- რას ამბობს ირაკლი კირცხალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

კირცხალიას თქმით, „მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში“.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის, ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას. ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნავს კირცხალია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დედა ვიპოვე, მაგრამ ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს, რატომ არ მეძებდა?“ – სოხუმის სამშობიაროდან გაშვილებულმა მაია გვილავამ 9-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური დედა იპოვა
  • სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულები არიან ძმები ფეიქრიშვილები
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge