სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორ დღეში ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლაც დაიხურა. პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუსახელეს. როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი “მთავართან” ამბობს, 19 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ შენობას რემონტი სჭირდება და სწავლა ონლაინ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, მოგვიანებით კი მოსწავლეებს კვალითის მე-4 საჯარო სკოლაში გადაანაწილებენ.
