გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბოდორნა, ჟინვალი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში; 13:42-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღომში მურან მჭავარიანის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, გალავანი, საგურამო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
