ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას.”
როგორც უწყება წერს, საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
