ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა – ინფორმაცია “პირველებს” სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.
გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს, შესაბამისად, სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.
