მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლი კი ძვირდება.
Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 23 დოლარით დაიკლო და 4 353 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.56%-ითაა გაიაფებული.
ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 5.62%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 17.04%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება დღიურად 0.22%-ით არის გაზრდილი და 66.24 დოლარს შეადგენს.
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 346.2 ლარია, 750 სინჯის – 259.7 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 202.5 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 4.48 ლარია, ხოლო 875 სინჯის – 3.92 ლარი.
