Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

September 21, 2026
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.

„სარჩელი მომზადდა ხელმოწერილია და ფიზიკურად, მგონი, დღეს ჩაბარდება. შაბათ-კვირა იყო და დღეს ჩაბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს. საჯარო იქნება სარჩელი და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებს აქვთ ნამუშევარი სარჩელზე. 9 თვე მხოლოდ მაქსიმალური ვადაა, მაგრამ არაფერი უშლის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მანამდე განიხილოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ წარმოდგენით არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში.

„თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.

ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა, მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 21- ე საჯარო სკოლის გადასარჩენად – მშობლებმა აქცია დააანონსეს
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ის ტაქსის მძღოლია და ბავშვები დაჰყავდა რაიონში” – რას ამბობს მეზობელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge