თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „იგლ ჰილსის“ პროექტს უკავშირდებოდა.
როგორც მან აღნიშნა, ვინც „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან დაკავშირებით.
„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია. მაშინ მიზანი იყო ეკონომიკურად ჩაშლილიყო მნიშვნელოვანი პროექტი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არამხოლოდ 400 მლნ დოლარის კომპენსაცია არის ის ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს, არამედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას მიადგა ზიანი „ნამახვანჰესის“ ყალბი კამპანიით, გარედან მართული კამპანიით, აბსურდული არგუმენტებით. მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, „ალტ ინფოსა“ და „ნაცმოძრაობის და დღესაც იმავეს ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“, „ნაც მოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის „ნამახვანჰესის“ გამეორება, თუმცა მაშინ 2020-2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი ამ კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო. იმ დაფინანსებისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია.
ახლაც ვხედავთ, ყველა მედიაში ჩანს, რომ ვინც „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან დაკავშირებით – „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეოები“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
