Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

September 18, 2026
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ არმაზ ახვლედიანის სკოლაში ადამიანებს “ტვინს ურეცხავენ”

არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ – განცხადება ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს და რომლის ღონისძიებები ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პაპუაშვილის თქმით, “როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა”.

“ქართული ოცნების” სპიკერმა დაუდასტურა, რომ 2007 წელს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ორგანიზებულ სემინარში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

პაპუაშვილი პედალირებს, რომ მსგავსი პროექტის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდება და ამ საკითხზე ევროსაბჭოს პასუხი აქვს გასაცემი.

“ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ ასეთ სემინარებზე მეც გახლდით და რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი. რაკი ეს პოლიტიკური პროექტია, ისმის კითხვა, ვინ აფინანსებს? აფინანსებს ევროსაბჭო – არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად და თუ აფინანსებს, მაშინ მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა – არის რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ.

არმაზ ახვლედიანი წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო. “ნაციონალური მოძრაობა“ – ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელსაც გასაგებია, რა მიზნებიც აქვს და რამდენჯერ სცადა ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება. როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა თანხმობა.

სავარაუდოდ, არის ორი შესაძლო ვარიანტი – ეს არის გრანტი, რომელიც არმაზ ახვლედიანის ორგანიზაციას მიეცა, შესაბამისი თანხმობა სჭირდებოდა და თანხმობა არა აქვს, რაც არის კანონდარღვევა. მეორე – საინტერესოა, თუ ეს იქნება კანონის გვერდის ავლის მოფიქრებული სქემა იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რაც კანონდარღვევა იქნება. ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე. არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტის დაფინანსება ქართველი ხალხისა და მისი კანონების გვერდის ავლით ხდება.

თუ ჩემი ისტორია გაინტერესებთ, რაც ბატონმა არმაზმა ძალიან კარგად იცის, ამ პროექტის ღონისძიებაზე 2007 წელს გახლდით, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, 7 ნოემბრის შემდეგ ექსპერტები, რომელიც ბატონ არმაზს ჰყავდა მოყვანილი – მათ შორის ზოგიერთი დღეს “ენჯეოში“ რომ არის და ჭკუას გვარიგებს – აი ეს ექსპერტები როგორ იცავდნენ “ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და მე იქ რას ვეუბნებოდი. მაშინაც ეს იყო იდეოლოგიური – მაშინ მშვენივრად ჩანდა, რა იყო ე.წ. ექსპერტების და მომხსენებლების პოზიციები, როცა მომხდარი იყო 7 ნოემბერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება” – ინფექციონისტი
  • 4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო გაუფორმდა
  • “მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში” – რას ამბობს ნატა ფერაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge