Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება” – ინფექციონისტი

September 18, 2026
“სწრაფად უნდა ამოიღონ ნარჩენი საკვების ნიმუშები, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება” – ინფექციონისტი

სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რათა არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება – ასევე, უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფების წარმომადგენლების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი სიმპტომებით,- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნიუანსია, ერთი წყარო იყო და ამით დასრულდა პროცესი, თუ მეორადი გადაცემა მიმდინარეობს.

„ბევრი კითხვაა საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე.

ზეპირად იმის თქმა, რამ გამოიწვია ეს ეპიდაფეთქება, ცხადია, შეუძლებელია. ამ ტიპის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ტოქსინმა (თუ ღებინება იწყება საკვების მიღებიდან მალევე, რამდენიმე საათში. ძირითადად სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი); ბაქტერიულმა ინფექციამ (თუ სიმპტომები დაიწყო საკვების მიღებიდან რამდენიმე დღეში – ხშირად სალმონელა), ვირუსულმა ინფექციამ (მაგალითად, ნოროვირუსმა), პარაზიტებმა (ციკლოსპორა, კრიპტოსპორიდიუმი) და სხვ.

ასეთ დროს დაუყოვნებლივ იწყება ეპიდკვლევა (რასაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, NCDC და სურსათის უვნებლობა უკვე ატარებენ), რომლის დროსაც დროის ფაქტორს და ოპერატიულობას გადამწყვეტი როლი აქვს. კერძოდ,

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც თვითონ საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რომ არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება, რასაც ასეთი ეპიდაფეთქებების დროს, როგორც წესი, საკვები ობიექტები მაშინვე შეუდგებიან ხოლმე და შემდგომში ძალიან ძნელდება წყაროს მიგნება.

ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ შეწყდეს ინფიცირების ჯაჭვი. ანუ ის საკვები, რომელმაც ეპიდაფეთქება გამოიწვია, სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული და არ მიმდინარეობდეს ადამიანების ინფიცირების პროცესი ამჟამადაც.

ასეთ დროს წყარო შეიძლება არა აუცილებლად მზა საკვების მიმწოდებელი კომპანია იყოს, არამედ მათთვის მიწოდებული საკვებიც (მაგალითად, პრობლემა იყოს რძის პროდუქტები, რომელთა გასაღება სხვა ადგილებზეც ხდებოდეს და არა მარტო საბავშვო ბაღებში).

ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სიმპტომები ძალიან მსუბუქად ჰქონდეს წარმოდგენილი და სამედიცინო ჩარევა არც დაჭირდა. ამიტომ მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა; არაჰოსპიტალიზებული ბავშვების ნიმუშების მოგროვებაც.

ასევე უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფების წარმომადგენლების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი სიმპტომებით.

უკვე უნდა იყოს დაწყებული როგორც საკვების ნარჩენების, ისე ბავშვების ბიოლოგიური ნიმუშების ტესტირება სხვადასხვა პათოგენებზე (წინასწარი მონაცემები, მაგალითად, ვირუსული ანტიგენის არსებობა, რასაც მოკლე დრო ჭირდება, უკვე უნდა ჰქონდეს ლაბორატორიებს და ცხადდებოდეს, რა გამოირიცხა უკვე).

მნიშვნელოვანი ნიუანსია, ერთი წყარო იყო და ამით დასრულდა პროცესი, თუ მეორადი გადაცემა მიმდინარეობს (ანუ საბავშვო ბაღის ინფიცირებული ბავშვები არიან თუ არა ინფიცირების წყარო, ანუ როგორია მათი ოჯახის წევრების სტატუსი).

ეს, რა თქმა უნდა, სრული სცენარი ვერ იქნება და ბევრი დეტალია ეპიდკვლევის დროს, რაც შესაბამისმა ეპიდემიოლოგებმა იციან. უბრალოდ, კარგი იქნება მედიასთან და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია შესაბამისი უწყებებიდან იმის შესახებ, რა არის უკვე ცნობილი და რა კვლევები მიმდინარეობს“,- წერს ბუწაშვილი.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გომი – ხაშურის მონაკვეთზე ტრაილერი გზიდან გადავარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან”- რას ამბობს ირაკლი ზარქუა
  • ” საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, როდესაც ადარებ ვიღაცის მენიუში შეტანილ კერძს, აქედანაც კარგად ჩანს აგენტურის დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge