ქართველი ახალგაზრდები საქართველოდან რუსულ ურალში წაიყვანეს. 40 – კაციანი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა ფესტივალში მიიღეს, სადაც მათ აჯერებდნენ რომ, რუსეთის იზოლირება შეუძლებელია.
ინფორმაცია თავად მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა.
პრორუსული იდეოლოგიით ცნობილი ფიფია ამბობს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა სპორტულ შეჯიბრებებში და გასტრონომიულ ტურშიც მიიღეს მონაწილეობა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ფესტივალი ისევ გაიმართება, სადაც ქართველებს მასში მონაწილეობის ახალი შესაძლებლობები მიეცემათ.
ეს არის ეკატერინბურგში მიმდინარე ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Россотрудничество-მ მოაწყო. მათი მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის, კულტურული კავშირების დამყარება. შემოვიდა უამრავი განაცხადი და აირჩიეს საუკეთესოები. შერჩევა მოახდინა მსოფლიო ახალგაზრდების დირექციამ, მიუხედავად იმის, რომ 30 წლის განმავლობაში პოზიტიური ინფორმაცია რუსეთის მიმართ იყო დაბლოკილი, დღეს ახალგაზრდობას აქვს საშუალება თვითონ გაერკვნენ. ინტერესდებიან ჩვენი მეზობლებით, ჩამოვიდნენ თავიანთი სურვილით, ახალგაზრდები. როგორც გვითხრა მარია ზახაროვამ, ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება, და საქართველოდან აუცილებლად დაპატიჟებენ ახალგაზრდებას, – ამბობს მამუკა ფიფია.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის სახიფათო და საშიში პრეცენდენტი, რომელიც უნდა აღიკვეთოს მყისიერად. მათი თქმით, ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა – ჯერ იყვნენ მოსწავლეები, შემდეგ მასწავლებლები.
“ეს არის ის გაგრძელება და ბევრად უფრო უარესი იქნება, თუქ ართველი ხალხი ამას არ შეეწინააღმდეგა“, – ამბობენ ისინი.
ეკატერინბურგში რუსეთში ჩაუტარებიათ ფორუმი, თითქოს ახალგაზრდული ფორუმი და წაუყვანიათ საქართველოს ათეულობით ახალგაზრდა, ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიდანაც იყვნენ ჩასული ახალგაზრდები და როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები ისე იყო მაგათი დროშები გამოჭიმული საქართველოს დროშის გვერდით. წარმოიდგინეთ რას ემსახურება ეს – რეალურად რუსული პოლიტიკა იგივე “ქართული ოცნების “პოლიტიკა თითქოს მაგის ნორმალიზებას აკეთებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყოს და წარმოაჩინოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მათთან ერთად მიიღოს რაღაც ფორუმებში მონაწილეობა, – განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.
