გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმურო სამუშაოების გამო 18 სექტემბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 06:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში – აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ზურაბები, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბაზალეთი, მილახვრიანი, დუშეთი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნავდარაანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
