Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი სახლიდან წაღებული ნივთები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩხრეკისას წაიღეს და არ არის დაბრუნებული”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის მეუღლე

September 17, 2026
“ჩვენი სახლიდან წაღებული ნივთები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩხრეკისას წაიღეს და არ არის დაბრუნებული”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის მეუღლე

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეუღლის, ირინა კილოსანიძის თქმით, ოჯახს ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული აქვს.

როგორც ირინა კილოსანიძე აცხადებს, ოჯახის წევრებს ასევე არ დაჰბრუნებიათ ის ნივთები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს.

„ეგრეთ წოდებული „ოთხფეხა ძაღლების“ საქმეზე დაწესებული შეზღუდვები დღემდე ძალაშია. რადგან ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ეს შეზღუდვები როდის მოიხსნება, არ ვიცით.

ამავდროულად, ჩვენი სახლიდან წაღებული ნივთები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩხრეკისას წაიღეს და დაგვპირდნენ, რომ ბავშვების ლეპტოპებს მაინც დაგვიბრუნებდნენ რომლებიც მათ სწავლის პროცესში ძალიან სჭირდებოდათ, დღემდე არ არის დაბრუნებული. მათ შორის, ჩემი დის ტელეფონიც, რომელიც იმ მომენტში შემთხვევით ჩემთან იყო. დაპირების მიუხედავად, ეს ნივთები ადვოკატებმა, როგორც ვიცი, არაერთხელ მოითხოვეს და არ დაუბრუნებიათ. არ ვიცი, გაყიდეს ნეტა? შეიძლება გაყიდეს და არ გვეუბნებიან. არგუმენტი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა აქვთ. პროკურორმა თქვა, მოგვმართეთ და დაგიბრუნებთო. მიმართეს ადვოკატებმა, მაგრამ დაბრუნება მაინც არ მოხდა.

წერილობითი კომუნიკაცია მეტ-ნაკლებად გვაქვს, ადვოკატს დავუწერ და ის გადასცემს. სატელეფონო კომუნიკაცია არ გვაქვს. სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ალექსანდრეს.

ჩვენთან მართლმსაჯულება უცნაურად არის მოწყობილი. გვაქვს ორგვარი დანაშაული, ერთი ე.წ. დანაშაულია, როცა იმ ადამიანს დაინახავ, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა და მისი დანახვის დროს, ბუნებრივი ემოციის წამოსვლა და „არაკაცის“ დაძახება. ამავე დროს, ის პოლიციელი, რომელიც ძალადობაშია მხილებული, დღემდე ასრულებს თავის მოვალეობას და მის წინააღმდეგ საქმეც არ არის აღძრული, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრემ ერთი წლის წინ მისცა ჩვენება“,- განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეცდომები, რომლის შემდეგ ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება
  • ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი რუსულ ფესტივალზე ურალში წაიყვანეს
  • “მშრალი ჭრა არის კანომდარღვევა, იწვევს სილიკოზს, რომელიც კლავს…” – ვრცელდება ვიდეო ბათუმიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge