Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის შემოაქვს ავიასაწვავი საქართველოში – იმპორტირებული პროდუქტის ჯამური ღირებულება 58%-ით არის გაზრდილი

September 17, 2026
ვის შემოაქვს ავიასაწვავი საქართველოში – იმპორტირებული პროდუქტის ჯამური ღირებულება 58%-ით არის გაზრდილი

საქართველოში ავიასაწვავის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 17%-ით, ხოლო ღირებულება 58.2%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 146 965 ტონა ავიასაწვავი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 158.530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-ივლისში კი ქვეყანაში 125 683 ტონა ავიასაწვავი შემოვიდა, რომლის ღირებულებაც 100.229 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება ქვეყნებს, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში ავიასაწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის თურქეთი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს ავიასაწვავი საქართველოში აღარ შემოსულა რუსეთიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და მალტიდან. სამაგიეროდ, მიმდინარე წელს იმპორტიორ ქვეყნებს აზერბაიჯანიც დაემატა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ავიასაწვავის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

თურქეთი — 93 189 ტონა, 106.670 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი — 29 247 ტონა, 24.005 მლნ აშშ დოლარი;
რუმინეთი — 14 047 ტონა, 14.549 მლნ აშშ დოლარი;
თურქმენეთი — 10 046 ტონა, 12.918 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი — 434.4 ტონა, 386.3 ათასი აშშ დოლარი.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ავიასაწვავის იმპორტი განახორციელეს, „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ესენია:

შპს „ატფ“;
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“;
შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები.

შპს „ატფ“
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ატფ“ 2021 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 50%-ს შპს „იბერ ინვესტი“ ფლობს, 17-17% ეკუთვნის ალექსანდრე ჭიკაიძესა და თორნიკე ქორთოშიძეს, ხოლო 16% – ზაური ქორთოშიძეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია. ის შს მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა.

თავის მხრივ, შპს „იბერ ინვესტის“ 24.6-24.6% ეკუთვნის გოჩა ჩოკოშვილსა და სიმონ გეგელაშვილს, 18% – შპს „იბეროილს“, ხოლო 16.4-16.4% – დავით ალიბეგაშვილსა და ირაკლი პეტრიაშვილს.

ამასთან, აღნიშნული ოთხი პირის საკუთრებაშია ასევე შპს „იბეროილიც“.

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“
სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე შპს „ჯიეიჯია“. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი კვიპროსში რეგისტრირებული შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზის“ საკუთრებაშია.

შპს „ჯორჯიან ეარვეისი“
კომპანია საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-ს დავით გაიაშვილი ფლობს, 20%-ს კი – შპს „ჯორჯიან ეარ სერვისი“. ეს უკანასკნელი შპს „აირზენას“ საკუთრებაა, რომლის მფლობელიც თამაზ გაიაშვილია.

შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“ 2001 წელს არის რეგისტრირებული.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „აკერტ გრუპ ეს.ე.“ ფლობს, 25%-ს – მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს – შპს „ფრენფილდ ჯორჯია“.

თავის მხრივ, შპს „ფრენფილდ ჯორჯია“ ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჰოლდინგსის“ საკუთრებაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეცდომები, რომლის შემდეგ ბავშვი ძილის წინ უფრო ენერგიული და აქტიური ხდება
  • ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი რუსულ ფესტივალზე ურალში წაიყვანეს
  • “მშრალი ჭრა არის კანომდარღვევა, იწვევს სილიკოზს, რომელიც კლავს…” – ვრცელდება ვიდეო ბათუმიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge