Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რა მორიგ ბოდვაშიც არ უნდა აღმოჩნდეს პრემიერი, უცხოპლანეტელებსა და „დიფ სთეითს“ აბრალებდეს ამ უბედურებას, ვერაფერი შეცვლის, რომ ინვესტორებთან მავნებლობენ…”- რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

September 17, 2026
“რა მორიგ ბოდვაშიც არ უნდა აღმოჩნდეს პრემიერი, უცხოპლანეტელებსა და „დიფ სთეითს“ აბრალებდეს ამ უბედურებას, ვერაფერი შეცვლის, რომ ინვესტორებთან მავნებლობენ…”- რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

ჩვენ გვაქვს, „მაგთისთან“ 154 000 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასახდელი, რუსულ „ინტერაოსთან“ 112 000 000 დოლარი და ამ ეტაპისთვის ყველაზე მსხვილი, Enka-სთან გადასახდელი 400 000 000 დოლარი – ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რისი გონივრული ეჭვიც საქართველოში დიდი ხანია გვაქვს, რომ ყველა ამ წაგებული დავის, ამ კრიმინალური კონტრაქტის, დახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონობით დოლარის უკან დგას კონკრეტული კორუფციული გარიგებები და სქემები, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებელია აღიქვან, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი იმ 400 000 000 მილიონი დოლარით, რომელიც ახლა გადასახდელი აქვს ქვეყანას თავად ქვეყნის შიგნით, “ეს არის თანხა, რომელიც საკმარისი არის ერთი წლით სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის, ეს თანხა საშუალებას მისცემდა ბიუჯეტს, რომ წლით პენსია 92 ლარით გაზრდილიყო“.

„ქართული ოცნების“ 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს ამჯერად არბიტრაჟებში მილიარდ ნახევარი ლარი დაუჯდება. ეს არის ის თანხა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟწაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადაიხადოს. რა მორიგ ბოდვაშიც არ უნდა აღმოჩნდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უცხოპლანეტელებსა და „დიფ სთეითს“ აბრალებდეს ამ უბედურებას, იმას ვერაფერი ვერ შეცვლის, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში იმ იშვიათ ინვესტორებთან მავნებლობს, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში ფულს დებდა. არასწორ კონტრაქტებს დებს და შემდეგ იმ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, რომლებსაც ქართული სახელმწიფო ამ ინვესტორებთან იღებდა. გარდა გახმაურებული Enka-სი, დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს: მაგთისთან 154 000 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასახდელი, რუსულ „ინტერაოსთან“ 112 000 000 დოლარი და ამ ეტაპისთვის ყველაზე მსხვილი, Enka-სთან გადასახდელი 400 000 000 დოლარი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს ანუ თითოეულმა თქვენგანმა, ვინც გადასახადებს იხდით და ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. Enka-ს შემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ნათელი სახეა. ჯერ ხელი მოეწერა კონტრაქტს, სრულიად გაურკვეველ დაუსაბუთებელ პროექტს კაბალური პირობებით, შემდეგ სახელმწიფომ თავისი ვერც ერთი ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერც ერთი რისკის განსაზღვრა ვერ მოახერხა, საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებული იყო ამ საკითხით ვერ აუხსნა ამ პროექტის განხორციელების მნიშვნელობა. 400 000 000 დოლარი ეს არ არის პატარა თანხა. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს 1 000 000 000 ლარზე მეტია. ეს არის თანხა, რომელიც საკმარისი არის ერთი წლით სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის, ეს თანხა საშუალებას მიცემდა ბიუჯეტს, რომ წლით პენსია 92 ლარით გაზრდილიყო. ერთია ამ თანხაზეა საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ერთ თუ ხუთ წელში ჩვენი ქვეყანა ამ ყველაფერს გადაიხდის, აქვე აღსანიშნავია და ძალიან მნიშვნელოვანია “ინტერაოსთან” სრულიად უსაფუძვლოდ, სისულელის გამო ჩვენი სახელმწიფოს მიერ წაგებული თანხა, რომელშიც ბიუჯეტმა 152 000 000 უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, არბიტრაჟში მიმდინარეობს არაერთი საქმე, სადაც ინვესტორები უჩივიან საქართველოს სახელმწიფოს, დამატებითი ფისკალური და საბიუჯეტო რისკები გაჩნდება ამ ყველაფრიდან. რაც მთავარია, ასეთი დავების წაგება არ არის უბრალოდ ხელის ფათური ჩვენ ჯიბეში და საქართველოს გაღარიბება, ასეთი დავების წაგება ნიშნავს ისედაც ნულოვან ნიშნულზე მყოფი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე კიდევ დამატებითი უმძიმესი ტვირთის დადებას. ფაქტობრივად განულებას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, შესაბამისად ჩვენი მოქალაქეების გრძელვადიან გაღარიბებას. შესაბამისად, რასაც ჩვენ გპირდებოდით საქართველოში 1000-ლარიანი პენსია ვერ განხორციელდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვა არ იციან. ეს ნიშნავს, რომ 200 000 სამუშაო ადგილი, რომელსაც ჩვენ 2024 წლის არჩევნებიდან გპირდებით უბრალოდ ვერ განხორციელდება, სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვება ვერ იქნება, რეკორდული ზრდა ფასებზე მანამ იქნება სანამ საქართველოს მართავენ არასწორად, არაკომპეტენტურად და კორუფციულად, ეს კრიმინალური ბანდები. მარტივი რიცხვები, რომლებიც საფუძვლად შეიძლება დავუდოთ ამ ყველაფერს არ არის ჰაერიდან მოტანილი სტატისტიკა. მარტო 2026 წლის მეორე კვარტალში 23,2 % არის შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით და უკვე მიზერულ კატასტროფულ ნიშნულამდე არის დაყვანილი, ფაქტობრივად არ არსებობს გარდა შავი ფულის ტრიალისა და გარდა უძრავი ქონების ამ რაღაც სპეკულაციების ბუშტებისა, რომელშიც ფული იდება და როდის აფეთქდება არავინ არ იცის. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რისი გონივრული ეჭვიც საქართველოში დიდი ხანია გვაქვს, რომ ყველა ამ წაგებული დავის, ამ კრიმინალური კონტრაქტის, დახარჯული ათეულობით და ასეულობით მილიონობით დოლარის უკან დგას კონკრეტული კორუფციული გარიგებები და სქემები. ელიტური კორუფციის ძალიან ნათელი მაგალითები, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე კონკრეტული ადამიანები გამდიდრდნენ. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება, რომ დამთავრდეს საქართველოში კორუფციული კრიმინალური მმართველობა, რომ შეიქმნას 200 000 სამუშაო ადგილი ქვეყანამ ამოისუნთქოს, საქართველოს პენსიონერს ჰქონდეს ღირსეული 1000 ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე, ჩვენი შვილების მესამედს სკოლებში არ შიოდეთ და ჰქონდეთ უფასო კვება. შევქმნათ ისეთი სახელმწიფო სისტემა, სადაც ყოველთვიურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ იზრდება“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მშრალი ჭრა არის კანომდარღვევა, იწვევს სილიკოზს, რომელიც კლავს…” – ვრცელდება ვიდეო ბათუმიდან
  • “იმედი მაქვს, დაიწვები, პუტინო” – ქართველი დიზაინერის მესიჯი პუტინს
  • გიორგი ბახუაშვილი სუს-ში არის ივანიშვილის გადამზღვევი – რას ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge