Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით…“ – „კურიერის“ ექსკლუზივი

November 12, 2026
„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით…“ – „კურიერის“ ექსკლუზივი

დიდუბეში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე „რუსთავი 2-მა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე კორპუსის ეზოში.

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, შეიარაღებული მამაკაცი 18:44 საათზე გამოჩნდა. თეთრ ჩანთაში დანაშაულის იარაღი ჰქონდა დამალული. ნელი ნაბიჯებით, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის კორპუსთან მივიდა და სამსახურიდან დაბრუნებულ წყვილს ჩაუსაფრდა.

19:09 საათზე ქუჩის კამერამ სადარბაზოდან მამაკაცის გამოსვლა გადაიღო. მკვლელი იარაღის დამალვას ქურთუკში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ – კადრებში ავტომატის ლულა ჩანს.

რამდენიმეწამიანი ექსკლუზიური კადრებით ირკვევა, რომ მკვლელს ზუსტად 25 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ დანაშაული სისრულეში მოეყვანა. ამ დროში თავდამსხმელი ჯერ ცოლ-ქმარს ჩაუსაფრდა, სადარბაზოში შეჰყვა და ცეცხლი გაუხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, 62 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გია ძლიერიშვილია.

დანაშაულის მოტივი მალევე გაირკვა – ცოლ-ქმარსა და ძლიერიშვილს ქონებრივი დავა ჰქონდათ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ოთხი წლის განმავლობაში, ბიურო მხარეებს მედიაციას უწევდა. მოლაპარაკებების გზით, გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო შეხვედრა კი გუშინ გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

სადავო ბინა ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. ირკვევა, რომ გია ძლიერიშვილმა სახლი იპოთეკით დატვირთა, თუმცა ვალდებულებები ვერ შეასრულა, აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება კი სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა შეიძინეს.

ცოლ-ქმარი, წლებია, ავეჯის სახლში „საბაში“ მუშაობდა. სამსახურში დილით მიდიოდნენ, სახლში კი 20:00 საათისთვის ბრუნდებოდნენ. გადაადგილების დრო და მარშრუტი თავდამსხმელმა კარგად იცოდა და მისამართზეც იმ დროს მივიდა, როდესაც ცოლ-ქმარი კუთვნილი ავტომობილით სახლში უნდა მისულიყო.

დაკავებული გია ძლიერიშვილი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. უახლოეს საათებში მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

საქმის კონკრეტული მტკიცებულებები სამართალდამცველებმა უკვე მოიპოვეს. გამოკითხულები არიან მოწმეებიც. რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა შემთხვევის ადგილას – დეტალებზე კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

დანაშაული, რომელსაც 62 წლის გია ძლიერიშვილს ედავებიან, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობაა. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მკაცრი ამინდი კვლავ მოსალოდნელია“ – როგორი ზამთარი გველოდება
  • „მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით…“ – „კურიერის“ ექსკლუზივი
  • ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge