Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის, ინერგება ახალი ელემენტები, ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი”- რას ამბობს გურამ დუმბაძე

September 17, 2026
“შესყიდვების რეფორმების ნაწილი ძალაში შედის, ინერგება ახალი ელემენტები, ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი”- რას ამბობს გურამ დუმბაძე

რეფორმების ნაწილი უკვე ძალაში შედის და ინერგება ახალი ელემენტები – როგორიცაა ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის ნაწილი, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.

გურამ დუმბაძემ დეტალურად ისაუბრა თითოეულ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ დანერგილი სიახლეები შესყიდვების თანამედროვე მიდგომებს აკმაყოფილებს და მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიონ მსხვილ კომპანიებს.

„ელექტრონული კატალოგი – ეს არის წინადადების წარდგენის ელექტრონული ფორმა, რომელიც უფრო მარტივი და თანამედროვეა. ეს ძირითადად შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას პრეისკურანტით შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც ბევრი პუნქტი აქვს განსაზღვრული შემსყიდველს, რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება მას დასჭირდეს და ელექტრონული ფორმით შეუძლია, რომ წარუდგინოს.

რაც შეეხება ჩარჩო შეთანხმებას – ეს არის უკვე შესყიდვის ფორმა და შეგვიძლია, რომ გამოვაცხადოთ შესყიდვა 3 ან 4 წელზე და უფრო მეტიც, შეგვიძლია, გამოვავლინოთ უკვე ერთზე მეტი – 2, 5 ან 10 გამარჯვებული.

ასევე ქვეკონტრაქტორის დაჯამება – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მცირე, ისე ბიზნესის საშუალო სექტორისთვის. განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, როდესაც ჩვენი კომპანიები კონკურენციაში უნდა შევიდნენ იგივე ვთქვათ უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, ან თუნდაც მცირე და საშუალო კომპანიას უნდა, რომ უფრო მსხვილ კომპანიასთან შევიდეს კონკურენციაში. პირველი სექტემბრიდან მათ უკვე შეუძლიათ, დაიჯამონ გამოცდილება ქვეკონტრაქტორის სახით – თუ მანამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ითხოვდა გამოცდილებას, ვთქვათ 5 მლნ ლარის, ასევე ხარისხის კომპონენტს და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა დაეკმაყოფილებინა ინდივიდუალურად ერთ კომპანიას, თუ ცალკე რაღაც ფორმას – ამხანაგობას არ შექმნიდა და ა.შ. დღეს უკვე კომპანიას შეუძლია, მოიყვანოს პარტნიორი ქვეკონტრაქტორი კომპანია და თქვას, რომ 2 მლნ ლარს აკმაყოფილებს თვითონ და 3 მლნ ლარს მისი ქვეკონტრაქტორი, ანუ ერთობლივი ძალებით აკმაყოფილებენ შესყიდვის პირობებს. შესაბამისად, კომპანიას, რომელსაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომელსაც შემსყიდველი ითხოვს, შეუძლია, დაიხმაროს დამატებითი ძალა სხვა კომპანიის სახით, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა და ერთობლივად შეასრულონ კონტრაქტი. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს უკვე მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა შეუძლია მსხვილი სექტორისთვის,“- აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კახეთის მიმართულებით გზა უკვე ინგრევა – რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზეც იმავე ჩინურმა კომპანიამ იმუშავა“ – „ბლექ სი გრუპი“
  • სერგეი შოიგუ დასავლეთს სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევაში ადანაშაულებს
  • “აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი”- რას ამბობს გია ვოლსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge