საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი მიმართვას ავრცელებს
“მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ – ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე აკავშირებდათ და ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას” | ამბობს ზვიად ლაზიშვილი
