5 რამ, რაც ცოფზე აუცილებლად უნდა იცოდე.
ცოფი საშიში ვირუსული დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც ცხოველი, ასევე ადამიანი.
ცოფის გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა შინაური ბინადარი ცხოველების დროული ვაქცინაციაა.
რეგულარული აცრა – დაავადებისგან იცავს ცხოველს და შესაბამისად ადამიანს.
ცოფის დაავადებაზე საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმ-რაბიოლოგთან დროული კონსულტაცია.
ცოფის პრევენცია საერთო პასუხისმგებლობაა – დაიცავი შენი ცხოველი და იზრუნე საკუთარ უსაფრთხოებაზე.
საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს: 1501
