სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს ორი მოადგილე – მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბახუაშვილი ეყოლება.
პირველ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
რაც შეეხება ყოფილ პირველ მოადგილეს – ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე უცნობია, რჩება თუ არა გელა გელაძის კიდევ ერთი მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე უწყებაში.
