Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საუბარია, თითქოს მანდატებს გვინარჩუნებენ – დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პარტია არ შექმნილა იმისთვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მიზნები”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

September 17, 2026
“საუბარია, თითქოს მანდატებს გვინარჩუნებენ – დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პარტია არ შექმნილა იმისთვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მიზნები”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე

პარტია უნდა აკრძალოს ხალხმა, საქართველოს მოქალაქემ, როდესაც არჩევნებზე მივა და ამ პარტიას ხმას არ მისცემს – ეს არის პარტიისთვის ყველაზე დიდი განაჩენი, არ არსებობს ამაზე მწარე განაჩენი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის აკრძალვა აბსოლუტურად არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა.

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს საკითხი გაჩნდა და ასაკრძალ პარტიათა სიაში არ ვიყავით, ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად არადემოკრატიული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, მათ შორის, კონკრეტულად, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. კარგად იცით, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია “ნაციონალური მოძრაობა” და არც მიხეილ სააკაშვილს მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრად, მისი ბევრი დანაშაულის გამო. პარტია უნდა აკრძალოს ხალხმა, საქართველოს მოქალაქემ, როდესაც არჩევნებზე მივა და ამ პარტიას ხმას არ მისცემს. ეს არის პარტიისთვის ყველაზე დიდი განაჩენი. არ არსებობს ამაზე მწარე განაჩენი. შესაბამისად, ნებისმიერი პარტიის აკრძალვა აბსოლუტურად არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ პარტიას – იმაზე რომაა საუბარი, თითქოს აქ რაღაც მანდატებს გვინარჩუნებენ და ა.შ., დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა, პარტია “საქართველოსთვის” 2021 წლის მაისში არ შექმნილა იმისთვის, რომ რომელიმე ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მიზნები, ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა, რომელსაც თანმიმდევრულად, დამოუკიდებლად მივყვებით. ჩვენი მთავარი მიზანი არის არა ამ, ან რომელიმე მოწვევების პარლამენტში ყოფნა, არამედ “ოცნების” მოძალადე და დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება არჩევნების გზით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია, თავისი ინსტრუმენტებით, თავისი ინფრასტრუქტურით, არის უმთავრესი მექანიზმი. თუ “ქართული ოცნება” ჩვენთვის ამ მექანიზმის წართმევას იმიტომ ცდილობს, რომ აღარ აქვს ჩვენთან პოლიტიკური ოპონირების რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სრული უმრავლესობა აქვს და ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვართ და ამის ატანაც არ შეუძლიათ, ეს უკვე სხვა რამეა და ამას ხალხი ხედავს. სამწუხაროა, რომ ის ავტოკრატია, რაც “ოცნებამ” შექმნა, დღეს უკვე, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით იჩენს თავს. ჩვენთვის ეს არ ყოფილა განსაკუთრებული მოულოდნელობა, რადგან ვიცით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ვართ და შესაბამისად, რეალობას თვალს ვუსწორებთ, ამიტომაც ეს მოულოდნელი არ ყოფილა,” – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს
  • გრანტების სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო- ნონა ქურდოვანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge