ალეკო ელისაშვილი მის მიმართ წარმოებულ კიდევ ერთ საქმეს “ცინიზმს” უწოდებს და ამბობს, რომ არასოდეს ცნობს თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ “სადისტ პოლიციელს არაკაცი დაუძახა”.
პოლიტიკოსს ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს.
აღნიშნული განცხადება პატიმრობაში ყოფმა ელისაშვილმა პროცესზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
“ბრალდების არსი არის ცინიზმი და მეტი არაფერი. სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგის გამო მე მიჩივლეთ და იმ არაკაცი პოლიციელს არაფერი პასუსხი არ გაეცით, რა უფლებებზე მელაპარაკებით.
სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს არ ვიგრძნობ. ბარემ ჩემი სურათიო მოიტახნეთ და ჩამოკიდეთ”, – განაცხადა სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.
