Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაუჩინარებული 11 თვის ჩვილი და 9 ეჭვმიტანილი, მათ შორის ბავშვის მშობლები – საქმე, რომელზე ინფორმაციის გავრცელება თურქეთის სასამართლომ აკრძალა

September 17, 2026
გაუჩინარებული 11 თვის ჩვილი და 9 ეჭვმიტანილი, მათ შორის ბავშვის მშობლები – საქმე, რომელზე ინფორმაციის გავრცელება თურქეთის სასამართლომ აკრძალა

თურ­ქეთ­ში 11 თვის ბუშ­რა ბა­ლიქჩის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ ექვს ადა­მი­ანს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მათ შო­რის ბავ­შვის დე­დას, მა­მას და ოთხ ნა­თე­სავს. კი­დევ სამი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის პი­რო­ბე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბავ­შვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

ბუშ­რა ბა­ლიქჩი 10 სექ­ტემ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. მისი ოჯა­ხი გონ­დუ­რე­ნის სოფ­ლის ინ­ჯე­დე­რეს ია­ლა­ზე, კა­რავ­ში ცხოვ­რობ­და და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვის დე­დამ, 27 წლის ელიფ ბა­ლიქჩიმ, სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხურ­ში და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ 11 თვის ქა­ლიშ­ვი­ლი კა­რავ­ში აღარ დახ­ვდა.

მა­ლე­ვე ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და ჟან­დარ­მე­რია მი­ვი­და. ბავ­შვის ძებ­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და კვა­ლის ამ­ღე­ბი ძაღ­ლე­ბი.

9 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გი­ნეს

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­ი­ზარ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ჟან­დარ­მე­რი­ა­ში პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში 9 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს – მათ შო­რის ბავ­შვის დედა ელიფ ბა­ლიქჩი, მამა იუ­სუფ ბა­ლიქჩი და მათი ნა­თე­სა­ვე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ ექვს მათ­განს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან ბუშ­რას დედა და მამა, ბიძა., დე­ი­და და კი­დევ ორი ნა­თე­სა­ვი. ასე­ვე სამი პირი სა­მარ­თლებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის პი­რო­ბე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვი მა­მამ მოკ­ლა

საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ბავ­შვის დე­დის ჩვე­ნე­ბა. ელიფ ბა­ლიქჩიმ გა­მო­ძი­ე­ბას უთხრა, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­მამ მოკ­ლა და ცხე­და­რი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ტო­ვა.

ამის შემ­დეგ ქალი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­იყ­ვა­ნეს და იმ ად­გი­ლის ჩვე­ნე­ბა სთხო­ვეს, სა­დაც, მისი თქმით, ბავ­შვის ცხე­და­რი იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა მი­თი­თე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ძებ­ნი­სას ბავ­შვის ცხე­და­რი ან სხვა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ბოლო და­კი­თხვი­სას დე­დამ კვლავ შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა, ხოლო ბავ­შვის მა­მამ მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო.

ამ დრო­ის­თვის ბუშ­რას ძებ­ნა გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში კი­დევ ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის დივ­რი­ღი­ში გა­დაყ­ვა­ნაა და­გეგ­მი­ლი. საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბაც აკ­რძა­ლუ­ლია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელისაშვილის მხარდასაჭერად სასამათლოში მისი თანაგუნდელები მივიდნენ
  • მთავრობა გრანტების მართვის სააგენტო ხურავს
  • ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გა”გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია”- რას ამბობს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge