Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან”- რას ამბობს შალვა კერესელიძე

September 17, 2026
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან”- რას ამბობს შალვა კერესელიძე

თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი და ამიტომ ეძებენ მიზეზებს, ხან ტექნიკურს და ხან მექანიკურს შორის – ეს ასე არ არის, ამიტომ, თუ ძალიან განიცდიან, და როგორც ჩანს, განიცდიან, თავიდან ჩავატაროთ კენჭისყრა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენასთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივაზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, კანონპროექტზე უმრავლესობის 16 დეპუტატის მხარდაჭერა მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო.

„თავის გამართლების მიზნით, ზოგმა შემთხვევითობას დააბრალა, ზოგმა ტექნიკურ შეცდომას, ზოგმა რას, მაგრამ ფაქტი არის ერთი – შეიძლება, დავუშვათ რაღაც რაოდენობა, რომ მექანიკურად მოხდა, მაგრამ ის, რომ 16-მა ადამიანმა ასეთი შეცდომა დაუშვა და წინააღმდეგის ნაცვლად, მხარი დაუჭირა, ასეთი რამ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრია, ვინც უბრალოდ მხარი არ დაუჭირა, ვინც თავი შეიკავა და მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, ამიტომ ამას ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ. ეს არის ჩვეულებრივად მიზანმიმართული გადაწყვეტილება და თუ ეს ასე არ არის, ჩვენ გუშინაც შევთავაზეთ – ჩავატაროთ თავიდან კენჭისყრა. არავითარი პრობლემა არ არის. გულწრფელად მჯერა, რომ ეს არ არის ტექნიკური შეცდომა და ეს არ არის 100%-ით შემთხვევითობა,” – განაცხადა კერესელიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ” გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: – ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფრაქცია „საქართველოსთვის“ აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს
  • “გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება…” – რა განცხადებას აკეთებს ირაკლი კობახიძე
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge