Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსამართლე ვასილ როინიშვილს ” ქართული ოცნებისგან” აინტერესებს, რა სანქციებთან მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი

November 11, 2026
მოსამართლე ვასილ როინიშვილს ” ქართული ოცნებისგან” აინტერესებს, რა სანქციებთან მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი

კონკრეტულად რა სახის სანქციებზე მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი საქართველოსგან – ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დაუსვა.

„ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ რა სანქციებიც აქვს ევროპას რუსეთის მიმართ, იმაზე მიერთება, თუ არა? ფინანსურ სანქციებზე მოპასუხემაც გიპასუხათ, რომ დღესდღეობით ფინანსურ სანქციებთან მიერთებულია საქართველო. მე რა კუთხით გეკითხებით იცით? ევროკავშირს რა სანქციებიც აქვს დაწესებული, ითხოვდა მასზე მიერთებას ერთ-ერთი რეზოლუციის შესაბამისად, თუ არ არის ეს სწორი? ევროკავშირს მათ შორის დაწესებული აქვს ტვირთბრუნვის სანქციებიც და ერთმანეთისგან ხომ განსხვავდება ფინანსური და ტვირთბრუნვის სანქციები და მაგას გვთხოვენ თუ არ გვთხოვენ?“ , – იკითხა როინიშვილმა.

არჩილ გორდულაძის თქმით, ახლა პროცესზე არ საუბრობენ თუ რა სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

„ერთი არის, როდესაც საერთაშორისო დაწესებულ სანქციებს შენ აღასრულებ და მეორე არის, როდესაც შენ უშუალოდ აწესებ სანქციებს. ეს ორი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული მოცემულობაა. თან კიდევ საინტერესო ის არის, რომ საერთაშორისოდ გამოცხადებული სანქციების აღსრულებას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, თუმცა არაერთხელ მიზანმიმართულად გვესმის საუბარი და ბრალდებები, თითქოს საქართველო არის „შავი ხვრელი“ სანქციების გვერდის ავლის.

ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, ევროკავშირს რა სანქციები აქვს დაწესებული და ვის მიმართ და რა სახის არის, ათასობით არის კონკრეტული სანქციები დაწესებული. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იმართებოდა აქციები, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აორგანიზებდნენ ან მხარს უჭერდნენ, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ არა ევროკავშირის სანქციებს შევუერთდეთო, არამედ საქართველომ დააწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართო და მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობამ დაუშვას, რომ მოხალისეები ჩარტერული რეისით წავიდნენ, ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„კარგით, მე თვითონ დავადგენ მაგას, გავარკვევ დეტალურად, მაგრამ თქვენ თუ ნათელს მოჰფენდით, ჩემთვის უფრო მარტივი იქნებოდა“, – უპასუხა მას მოსამართლე როინიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ვასილ როინიშვილს ” ქართული ოცნებისგან” აინტერესებს, რა სანქციებთან მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი
  • საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე ჯანმრთელობის პრობლემის გამო “ვივა მედში” გადაყვანას ითხოვს
  • მოსამართლე ვასილ როინიშვილი მოსარჩელე მხარისგან დაინტერესდა, კონკრეტულად, რა სანქციებთან მიერთებას ითხოვდა ევროკავშირი, არჩილ გორდულაძის განმარტების შემდეგ კი აღნიშნა: „კარგი, თვითონ დავადგენ, მაგას“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge