ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებსი არავითარი რესურსი არ აქვს – აღნიშნული პასუხი მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას გასცა – “დასრულდა თუ არა ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკოსი?”
საზოგადოებას რა დასკვნაც აქვს, ის დასკვნა მაქვს მეც. რა თქმა უნდა, ამის აღარავითარი რესურსი აღარ არსებობს, როდესაც არის პირდაპირი კორუფციული დანაშაული სახეზე”, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი კორუფციას ვერ ჩამოიწმენდს. კობახიძე დისკომფორტს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ყოფილი პრემიერი კორუციის ბრალით ხვდება ციხეში.
თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა. დისკომფორტი არის ის, რომ ყოფილი პრემიერი კონრეტული ბრალით ხვდება ციხეში. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესია, მას არ ჰქონოდა წარსულში ასეთი საქმიანობა. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი.
როდესაც ადამიანს აქვს კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და ეს არია დადასტურებული, ამას ვერნაიარად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებეით თუ წერილებით”, – განაცხადა კობახიძე.
