Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი ინფორმაცია 2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტებისთვის

September 16, 2026
ახალი ინფორმაცია 2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტებისთვის

თუ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭერით, ან ზღვარი გადალახეთ, მაგრამ უნივერსიტეტს მიღმა დარჩით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები, რომელიც წელს გამონაკლისის სახით გამოცხადდა, სწორედ თქვენი გამოსავალია, თუკი ერთი წლის დაკარგვა არ გსურთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა დღეს, 16 სექტემბერს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რეკომენდაციები და გარემოებები გამოაქვეყნა, რომლებსაც მონაწილემ ყურადღება უნდა მიაქციოს:

საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.

პროგრამებთან დაკავშირებული ინფორმაცია – პროგრამების არჩევამდე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

პროგრამის არჩევის ძირითადი კრიტერიუმები – პროგრამის არჩევისას, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა ყურადღება მიაქციონ: პროგრამის ტიპს – საბაკალავროა, თუ პროფესიული; სწავლის საფასურს; ქალაქს, სადაც საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება; პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – აბიტურიენტებმა უნდა გადაამოწმონ ასევე, გაზრდილია თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.

საგამოცდო შედეგები და საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები – პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია საკუთარი შედეგებისა და, აგრეთვე, საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების გათვალისწინება – კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე (საგანში მიღებული სკალირებული ქულა შესაბამის კოეფიციენტზე მრავლდება). შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს, რა კოეფიციენტი აქვს აბიტურიენტის მიერ ჩაბარებულ თითოეულ საგანს კონკრეტულ პროგრამაზე. თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

კონკურსი და პროგრამების რაოდენობა – აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო გვერდზე გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. აღნიშნული მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება და მათ არჩევანის გაკეთებისას კონკურსის გათვალისწინების შესაძლებლობას აძლევს.
მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.

პროგრამები და მათი თანმიმდევრობა – იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს, შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამები.

ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, შეუძლიათ მხოლოდ პროფესიული პროგრამების არჩევა.

მნიშვნელოვანია, რა თანმიმდევრობით აირჩევენ აბიტურიენტები პროგრამებს. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.

მონაცემების შენახვა – ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია.

პროგრამების არჩევის ვადა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისა და სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა 18 სექტემბრის 18:00 საათზე იწურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” ელენე ხოშტარიამ მთელი წელი გაატარა გისოსებს მიღმა, ეს არა გამონაკლისი, არამედ მეთოდია – დააპატიმრე ყველა, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობას მოსკოვს ემსახურება” – რასა იუკნევიჩიენე
  • ახალი ინფორმაცია 2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტებისთვის
  • “მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge