Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვერ ვხვდები ეს რატომაა სერიოზული თემა განსახილველად. იმდენად ავტომატურია მათთვის დავალებების შესრულება…” – რას ამბობს ხატია დეკანოიძე

September 16, 2026
„მტკივნეულია და ძალიან განვიცდი…“ – რას წერს ხატია დეკანოიძე?

ნამდვილად არ განვიხილავ იმას, რომ იდეოლოგიურად სახელმწიფოს სიყვარული აღმოცენდა ამ 16 ე.წ. დეპუტატში, ამიტომ ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, როგორ ავტომატურად ასრულებენ ისინი ჩატში ჩავარდნილ ყველანაირ დავალებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია ფრაქცია “საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენაზე “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16 დეპუტატის მხარდაჭერის დაფიქსირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს საკითხი მისთვის არასერიოზულია და “ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ საქმიანობენ ისინი ამ ე.წ პარლამენტში”.

„ვერ ვხვდები ეს რატომაა სერიოზული თემა განსახილველად. იმდენად ავტომატურია მათთვის დავალებების შესრულება და ღილაკზე თითის დაჭერა, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ დააჭირეს ღილაკზე თითი ან ვინმე სხვას დააჭერინეს. მე ნამდვილად არ განვიხილავ იმას, რომ იდეოლოგიურად სახელმწიფოს სიყვარული აღმოცენდა ამ 16 ე.წ. დეპუტატში. ამიტომ ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, როგორ ავტომატურად ასრულებენ ისინი ჩატში ჩავარდნილ ყველანაირ დავალებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ამალა გასცემს ამიტომ ჩემთვის ეს არ არის სერიოზული თემა. ეს არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ საქმიანობენ ისინი ამ ე.წ პარლამენტში” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე და მან აღნიშნა, რომ „ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში”.

„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებაზეა საუბარი (გუშინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პროექტი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული, პრეზიდენტ ტრამპის ორგანიზაციასთან სამშენებლო დეველოპერულ კომპანიასთან), აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რას ამბობენ აშშ და თეთრი სახლი. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთხელ შეიტანეს სარჩელი, ხან მეორეჯერ და მესამეჯერ სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში. საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ არის, მითითებებს იძლევიან კობახიძე და პაპუაშვილი ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რომ აკრძალოს პარტიები. ეს მაინც ვერ მოსპობს იმ იდეას, რის გარშემოც შემოკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობით, მშვიდობიანი, განვითარებული. ამიტომ ვწვალობთ ძალიან. ვხედავთ, ამ ვადის გახანგრძლივებაც ამის მანიშნებელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, რომლებიც აისახება იმ პირობებზე, რა პირობებსაც ის უყენებს ქართველ ხალხს.

პარტიების ფურცელზე აკრძალვა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც არ უნდა მოიგონონ და გააფორმონ ფურცელზე, ვერ შეცვლის იმ იდეას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულები და ეს ძალიან კარგად იცის” – განაცხადა დეკანოიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • “ქართული ოცნების” დეპუტატი აღიარებს, რომ სუს-ის უფროსების ხშირი ცვლა, „სისტემისთვის კარგი არ არის“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge