Thursday, September 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი გუნდისთვის „ქართული ოცნების“ სარჩელი მოულოდნელი არ ყოფილა, ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს”- რას ამბობს ტატა ხვედელიანი

September 16, 2026
“ჩვენი გუნდისთვის „ქართული ოცნების“ სარჩელი მოულოდნელი არ ყოფილა, ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს”- რას ამბობს ტატა ხვედელიანი

ჩვენი გუნდისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუმცა ჩვენთვის პირველი მიზეზი გახლავთ ოკუპირებილ ტერიტორიებთან დაკავშირებული ბოლო დროის მოვლენები. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად აწყობილია ბოდიშის მოხდაზე და დუმილზე, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთის ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ ამაზე პროაქტიულად ვიმუშაოთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების ყურადღება ამ საკითხს მივაპყროთ და მათი ყურადღების კონსოლოდაცია მოვახდინოთ.

18 სექტემბერს, როდესაც სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნები ტარდება და მათი კანდიდატის უმთავრესი დაპირებაა ჩვენი ტერიტორიის ჩორჩანას დაბრუნება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ამ პერიოდში ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ სწორედ ახლა ჩვენი შეყვანა მოხდა კონკრეტულ სარჩელში და ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა“,- განაცხადა ხვედელიანმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს მათი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ.

„მათ ჩვენი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ქმნიან ძალადობრივ და რეპრესიულ გარემოს. ჩვენ ვახერხებთ, რომ ოპონირება გავწიოთ და მწვავეები ვიყოთ. ამ შენობაში, პარლამენტში ჩვენ ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნეთ, რომლიც მათ არ მოსწონთ. დისკომფორტს უქმნის და ხშირ შემთხვევაში ისინი მდგომარეობიდანაც კი გამოდიან, როგორც 26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე ვნახეთ, სადაც მათმა არკომპეტენტურმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა და ამის გადასაფარად მათმა გადამდგარმა გენერალმა ის ძალადობრივი შემთხვევა დააორგანიზა, რაც ჩვენი დეპუტატების წინააღმეგ განხორციელდა“,- განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წვიმა, ელჭექი და ტემპერატურის კლება – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს
  • გრანტების სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო- ნონა ქურდოვანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge