Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას დაჰპირდა და დაარწმუნა, რომ შემოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ, ამ ხერხით მას 400 000 ლარი გამოართვა და მიითვისა – პროკურატურა

November 12, 2026
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას დაჰპირდა და დაარწმუნა, რომ შემოსავალს თანაბრად გაინაწილებდნენ, ამ ხერხით  მას 400 000 ლარი გამოართვა და მიითვისა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ 400 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას და საერთო ბიზნესის წარმოებას დაჰპირდა, მათივე ცნობით ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასმელი წყლის საზღვარგარეთ რეალიზებას მოახდენდნენ და თანხას გაიყოფდნენ, თუმცა დაზარალებულს 400 000 ლარი გამოართვა და თანხის დაუფლებისთანავე ქვეყანა დატოვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს ერთ-ერთი საწარმოს წილის გადაფორმებას დაჰპირდა და საერთო ბიზნესის წარმოება შესთავაზა. დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასმელი წყლის საზღვარგარეთ ექსპორტს და რეალიზაციას განახორციელებდნენ, მიღებულ შემოსავალს კი თანაბრად გაინაწილებდნენ. ამ ხერხით, ბრალდებულმა დაზარალებულს 400 000 ლარი გამოართვა, რაც სრულად მიისაკუთრა და თანხის დაუფლებისთანავე საქართველოს ტერიტორია დატოვა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი მიქაუტაძე მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
  • “სასულიერო პირის მიმართ გინება ძალიან ცუდი ტონია და პასუხი უნდა გაეცეს” – მამა თეიმურაზი
  • გორში კაცი სახლიდან გასახლების შემდეგ გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge