თამაზ ელიზრარაშვილს სისხლის სამართლის საქმეზე გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში დღეს 14:00 საათზე გამოკითხავენ.
როგორც დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი ამბობს, 2 საათზე ადვოკატები და გამომძიებლები ელიზბარაშვილთან შევლენ, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა იმ საქმეზე რაში მას ბრალი ედება.
იურისტის თქმით, აქამდე ის ამ საქმეზე გამოკითხული არ არის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მუქარის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა გუშინ საღამოს გაავრცელა ცნობა, რომ ელიზბარაშვილს სამყაროსთან კომუნიკაცია აეკრძალა.
ლექსო სვიმონიშვილი წერდა, რომ პატიმარს აეკრძალა:
ხანგრძლივი პაემნის უფლება;
ხანმოკლე პაემნის უფლება;
მიმოწერის უფლება;
სატელეფონო ზარები.
ადვოკატი განმარტავდა, რომ აკრძალვის დასაბუთებაში თავდაპირველად სამი მიზეზი ეწერა:
მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე;
მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე;
მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე.
მოგვიანებით, ცხოველთა უფლებადამცველის ინტერესების დამცველმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ „ტექნიკური შეცდომა მოხდა“. უფლებამდაცველის თქმით, მას გადაეგზავნა ახალია დადგენილებაც, სადაც წერია, რომ ელიზბარაშვილის მხოლოდ სატელეფონო კომუკინაცია შეეზღუდა.
