დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია ორი მამაკაცი, რომლებმაც ,,გადამოწმების მიზნით” შეჩერება გააპროტესტეს. მგზავრები სოფელ გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიდიოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით
