Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის” – გიორგი შარაშიძე

September 15, 2026
ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრაზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დაარეგისტრირა

ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს ნაბიჯი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ეს მიუთითებს, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაც კი მათთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ოპონენტი.

„ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ეს მიუთითებს, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაც კი მათთვის მიუღებელია. თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრიტიკულ კითხვებზე, მწვავე განცხადებებსა თუ ათიათასობით ქართველი მოქალაქის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებაზე ხელს აგვაღებინებს, შეგვაჩერებს ან სიმწვავეს დაგვაკლებინებს, ძალიან ცდება. პირიქით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მათ ეს კარგად იცოდნენ.

რატომ ახლა, რატომ დღეს? მინდა, შეგახსენოთ, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ხმამაღლა და აქტიურად დაიწყო საუბარი იმ ანექსიურ პროცესებზე, რომლებიც დღეს სამაჩაბლოში, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დღეს 15 სექტემბერია, 18 სექტემბერს კი უკვე ჩანიშნულია ე.წ. არჩევნები, რომელშიც, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს პუტინის უშუალო წარმომადგენელი, კრემლიდან მოვლენილი მაღალჩინოსანი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე ფორმალურად ახდენს ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენი გუნდი ამაზე ხმამაღლა საუბრობს და პარლამენტში შესაბამისი რეზოლუციის მიღებას ითხოვს – სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ ახლა.

„ქართულ ოცნებას“ ამაზე დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დუმილის გზა აქვს არჩეული. მათ არ აწყობთ ჩვენნაირი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური გუნდი. არ აწყობთ იმიტომ, რომ იციან – ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც დღეს მწვავედ აყენებს საკითხს, რომ ამ ოკუპაციას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური შეფასება. ვართ ერთადერთი გუნდი, რომელმაც დაიწყო საუბარი მოქალაქეთა სოციალურ პრობლემებზე – მინიმალური ხელფასით დაწყებული, პენსიებითა და სხვა ინიციატივებით დამთავრებული. „ოცნებასთან“ არაერთი ასეთი მწვავე დაპირისპირება გვქონია. თუ ფიქრობენ, რომ შეგვაჩერებენ ან უკან დაგვახევინებენ, ძალიან ცდებიან. „ოცნების“ წარმომადგენელთა კომენტარებს თუ მოუსმენთ, თავადაც კარგად მიხვდებით, რომ აბსოლუტურად დაბნეულები არიან და არ იციან, როგორ გაამართლონ ეს გადაწყვეტილება, რადგან რასაც ისინი ამბობენ, იმდენად ალოგიკურია, რომ ამ გადაწყვეტილების ახსნა თავადაც უჭირთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს, შარაშიძემ აღნიშნა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას არ შეწყვეტს.

„შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ძალიანაც უნდა, რომ რაღაც ფორმით, ბოიკოტი იქნება თუ სხვა, საპარლამენტო საქმიანობა შევწყვიტოთ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ეს შეიძლება იყოს მათი სურვილი, მათი ოცნება, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი და ქართველი ხალხის ოცნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “კოსმოსიდან მოხდა ჩარევა”, “პრიჩინებს” ეძებთ” – რას ამბობენ “ქართული ოცნების” დეპუტატები სკანდალურ კენჭისყრაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge