Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივანიშვილი საკუთარ კადრებს არ ენდობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება” – ნიკა ჩიტაძე გელაძის სუს-ის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წასვლაზე

September 14, 2026
“ივანიშვილი საკუთარ კადრებს არ ენდობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება” –  ნიკა ჩიტაძე გელაძის სუს-ის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წასვლაზე

დღეს, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა – აღნიშნულთან დაკავშირებით, “მეტრონომი” პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

როგორც მან განაცხადა, კადრების ხშირი ცვლა ნიშნვას, რომ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას არ ენდობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება.

“აქ უშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილი საკუთარ კადრებს არ ენდობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება. როგორც ვიცით, გრიგოლ ლილუაშვილი კორუფციაში იყო დადანაშაულებული. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მას დაცვა დაუნიშნეს. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაციაც, თითქოს ის შიდა პატიმრობაში იმყოფება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელები უფრო და უფრო მეტად არიან ჩართული კორუფციულ საკითხებში და ნდობის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. მოკლე დროში სუს-ის ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან უსაფრთხოების დაცვის სამსახური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ხერხემალია – იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო მიმართულება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე” – აღნიშნა მან.

კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ აღიძრას საქმე, მან განაცხადა, რომ ამის მოლოდინიც არსებობს:

“არსებობს ამის მოლოდინიც, როდესაც საუბარია კორუფციულ ფულზე, მის მითვისებაზე, გადაცვლასა და მსგავს საკითხებზე. როგორ შეიძლება, ჯერ ადამიანი დააწინაურო და შემდეგ საეჭვო ვითარებაში პოლიტიკიდან გაუშვა – თითქოს ის გადაიღალა და ოჯახისთვის დროის დათმობა სურს? მეორე მხრივ კი, ვიცით, რომ დაახლოებით ორი თვის წინ თავად ამაყად განაცხადა, რომ გამოწვევა მიიღო.

მე უფრო მგონია, რომ ამ შემთხვევაში კობახიძის გავლენა შედარებით სუსტდება, რადგან მდინარაძე კობახიძის კადრია. გუშინ თანამდებობა დატოვა შემოსავლების სამსახურის უფროსმაც, აქედან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ კობახიძის კლანი შედარებით სუსტდება.

ყველაფერი შესაძლებელია, ისიც რომ კობახიძეს მოუწიოს თანამდებობის დატოვება. ვიცით, რომ ივანიშვილის დიდხანს არ აჩერებს ერთსა და იმავე ადამიანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ჯერ იყო ღარიბაშვილი, შემდეგ კვირიკაშვილი, შემდეგ გახარია და ასე შემდეგ. ივანიშვილს, როგორც ჩანს, არ აქვს სურვილი, რომ ვინმე ხანგრძლივი დროით დარჩეს ამ თანამდებობაზე.

მეორე ვარიანტიც არსებობს შესაძლოა, ივანიშვილმა იცის, რა პრობლემებია ქვეყანაში, რა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა და რამდენ ადამიანს უჭირს ცხოვრება. შესაბამისად, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი ერთგვარ განტევების ვაცადაც იყოს გამოყენებული” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს, ამ პოსტზე ლუკა ეხვაია დანიშნეს
  • “ივანიშვილი საკუთარ კადრებს არ ენდობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება” – ნიკა ჩიტაძე გელაძის სუს-ის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან წასვლაზე
  • როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის ან ტერფის სოკოვანი ინფექცია – დერმატოლოგი განმარტავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge