Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?” – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

September 14, 2026
“ივანიშვილი ამზადებს ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მიმდინარე პროცესებს მისი მხრიდან „სადისტური ლტოლვის დაკმაყოფილება“ და „ცირკი“ უწოდა. სააკაშვილის განცხადებით, საქმე, რომელზეც მას ასამართლებენ, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის შედგენილია და ნორმალურ ვითარებაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. ამასთან, ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე ჩვენება ირაკლი რუხაძემ უნდა მისცეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა “კრიმინალად” მოიხსენია.

“მინდა, მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?

საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ “ეფ-ეს-ბეს” ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში.

აქ მოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიმინალი საქართველოს უახლეს ისტორიაში – რუხაძე. ეს არის კაცი, რომელიც ჯერ პატარკაციშვილს ეხმარებოდა საქართველოს განადგურებაში და რუსეთისთვის ჩაბარებაში, მერე გადახტა ივანიშვილთან და ახლა აპირებს ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას,” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს!…”- რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე
  • გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
  • თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge