Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყოს

September 14, 2026
თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყოს

თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის ძმის, მსჯავრდებულ ვასილ მხეიძის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყოს.

როგორც მხეიძისა და ბურჭულაძის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი აცხადებს, მსჯავრდებულებისთვის ჩამორთმეული ქონება თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებულ ზიანს რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, მისთვის უცნობია, იდავებს სამინისტრო მსჯავრდებულის წინააღმდეგ თუ ეს საკითხი მორიგებით დასრულდება.

„ჩამორთმეულია უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე დანიშნულია დამატებით სასჯელის სახედ ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტროს ექნება პრეტენზია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, როგორც მოისმინეთ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ისინი უფლებას იტოვებენ ამ ნაწილში მიმართონ სასამართლოს. ყველა ეს პროცედურა კანონშესაბამისია და დღეის მდგომარეობით, გადახდილი ჯარიმის და ჩამორთმეული ქონების ოდენობა რამდენჯერმე აღემატება იმ ზიანს, რაც ბრალდების მიხედვით ბატონი ბურჭულაძის და ბატონი მხეიძის მიმართ დგინდება.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ როგორც დაზარალებულის წარმომადგენლის პოზიცია, ასევე სასამართლოს განმარტება შესაძლო სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ნაწილში, როდის იქნება ეს პროცესი, რა ფორმით დასრულდება, იქნება ეს დავა, თუ მორიგება და ა.შ. რადგან კანონმდებლობა სხვადასხვა ფორმას ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებისა, თუკი, დარჩენილი ზიანი დადგინდება. ბრალდების დადგენილებას და საპროცესო შეთანხმებას თუ გავყვებით, ბატონ მხეიძეს და ბატონ ბურჭულაძეს ჯამურად ედავებიან, რომ მათ 1 400 000 ლარი მიითვისეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩამორთმეული ქონების და ჯარიმის ოდენობა აღნიშნულს რამდენჯერმე აღემატება“,- განაცხადა მახარაშვილმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა ბურჭულაძე ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით კომისიას, ან შეწყალებისთვის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

„რაც შეეხება ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ეს კანონით განსაზღვრულ ვადებში ხდება და ჯერ ეს ვადა ნამდვილად დამდგარი არ არის. რაც შეეხება შეწყალებას, ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ამ საკითხზე ბურჭულაძესთან ნამდვილად არ მისაუბრია. ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, მერწმუნეთ, აქვს სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს პენიტენციური დაწესებულება”,- განაცხადა მახარაშვილმა.

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას 26 სექტემბერს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძეც.

მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს!…”- რას ამბობს ფიქრია ჩიხრაძე
  • გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს
  • თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავა დაიწყოს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge