ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი პროცესის გახსნას ითხოვს. ჟურნალისტმა და მისმა ადვოკატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე წუთის წინ ჩააბარეს წერილი, სადაც წერია, რომ მედიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გააშუქოს პროცესი.
პროცესი 29 სექტემბერს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
ათასნაირი პროპაგანდისტული და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელეს თითქოს მე ვიღაც სხვას მივაყენე შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი სასამართლოზე გამოჩნდება. თუ არაფერი აქვს დასამალი და მანიპულაციას არ აქვს ადგილი, მივმართეთ ჩვენ, რომ გახსნან სასამართლო პროცესი და ყველამ ნახოს რა მოხდება. მით უმეტეს, 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, თავად იძახდა, რომ სასამართლო პროცესები უნდა გახსნილიყო, რტომელიც წინა ხელისუფლებამ გირგვლიანის საქმის შემდეგ დახურა.
მას შემდეგ რაც დასჭირდათ, სინდისის პატიმრებზე საზოგადოებას სიმართლე რო არ გეგო, დახურეს სასამართლო პროცესები და დღემდე ასე მიმართვებით თუ გაგვიხსნიან. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემს პროცესს გახსნიან, თუმცა ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენეთ”- აცხადებს ბლოგერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომლსაც საზოგადოების ნაწილი “სქროლვა-ქსრინვის” სამსახურს უწოდებს, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვს.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
