ვერძი
დღეს ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, პარტნიორის ან ახლობლის სიტყვები სწორად გაიგოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ. გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას აგარიდებთ.
კურო
ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და ჯანმრთელობაზე გადაიტანეთ. შესაძლოა, დაგროვილი საქმეების მოწესრიგება დაგჭირდეთ. ნუ გადაიღლებით და საკუთარ თავსაც დაუთმეთ დრო.
ტყუპები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეებისა და სასიამოვნო შეხვედრებისთვის. სიყვარულის სფეროში მოულოდნელი ემოციები გელით. ენდეთ გულს, თუმცა რეალობის შეგრძნებაც არ დაკარგოთ.
კირჩხიბი
ოჯახური საკითხები დღის მთავარი თემა იქნება. შესაძლოა, ახლობლებთან მნიშვნელოვანი საუბარი მოგიწიოთ. სიმშვიდე და მოთმინება დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.
ლომი
დღეს კომუნიკაცია განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. საინტერესო ინფორმაცია ან მოულოდნელი წინადადება შეიძლება მიიღოთ. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს და ყველა დეტალი გადაამოწმეთ.
ქალწული
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღეს დიდი ხარჯებისგან თავის შეკავება სჯობს. კარგი დროა მომავალი გეგმებისა და პრიორიტეტების გადასახედად.
სასწორი
მთვარე თქვენს ნიშანშია და განსაკუთრებულ ენერგიას გაძლევთ. შეგიძლიათ ახალი ეტაპის დაწყებაზე იფიქროთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ სურვილებში კარგად გაერკვიეთ.
მორიელი
დღეს ცოტა განმარტოება და დასვენება დაგჭირდებათ. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. ინტუიცია მნიშვნელოვან მინიშნებებს მოგცემთ.
მშვილდოსანი
მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. შესაძლოა, საინტერესო გეგმა ან ახალი იდეა დაიბადოს. იყავით ღია ახალი შესაძლებლობებისთვის.
თხის რქა
საქმიან და პროფესიულ საკითხებში ყურადღებით იმოქმედეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. ნუ იჩქარებთ – დეტალების გადამოწმება აუცილებელია.
მერწყული
დღე ახალი ცოდნისა და საინტერესო აღმოჩენებისთვისაა ხელსაყრელი. შეიძლება მოგზაურობაზე, სწავლაზე ან სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ. ნუ შეზღუდავთ საკუთარ შესაძლებლობებს.
თევზებიდღეს ემოციები განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა. ფინანსურ და პირად საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ენდეთ ინტუიციას, მაგრამ გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციებზე არ დააფუძნოთ.
