გარდაიცვალა ცნობილი იურისტი, ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი, – ამის თაობაზე სოციალურ ქსელში MKD Law-ს ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” წერს.
“ეკა დაგვემშვიდობა და ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა…ეს ტრაგედია თავზარს გვცემს ყველას, ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს და გულშემატკივრებს, უკანასკნელ ძალებსს ვიკრებთ, რომ გავაცილოთ სამუდამო სასუფეველში..” – ვკითხულობთ პოსტში.
ეკატერინე (ეკა) კოკიჩაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ იურიდიულ კომპანიაში სხავადასხვა პოზიციაზე.
მან 2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 2014 წელს მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, 2015 წელს კი ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
მისი პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი სფეროები იყო: საკორპორაციო და შერწყმასა და შეძენასთან დაკავშირებული საკითხები, სასამართლო დავები, არბიტრაჟი და დავათა გადაწყვეტა, დასაქმება და იმიგრაცია, პირადი მონაცემების დაცვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
ახლობლების თქმით, ის ბოლო ხანს ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა
