Thursday, September 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

September 11, 2026
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილი საკნიდან ტვ პირველს ახალ წერილს უგზავნის. ცხოველთა უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ მისი უმწვავესი პოსტებით შეწუხებულმა “ქართულმა ოცნებამ” მისივე პარტიის პროპაგანდისტების საშუალებით პროვოკაცია მოუწყო, რათა ციხით გაეჩუმებინათ.

“ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს… რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის”, – წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.

სწორედ ჩემი დაშინების მიზნით მომიგზავნეს დაქირავებული TV იმედის თანამშრომლები.
7 კაცმა მორალი მიკითხა, რომ თურმე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების განთავსება ჩემს Facebook-გვერდზე სამარცხვინო საქმე ყოფილა. TV იმედის აუგად მოხსენიებისთვის კი ბოდიში უნდა მომეხადა მათთვის. ხელი შემახეს და მაგინეს, მაგრამ, როგორც კი ბოდიში არ მივიღე, პოლიციაში მიჩივლეს.
ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, TV იმედის შვიდი „ვაჟკაცი“ თანამშრომელი ისე შეაშინა, რომ, როგორც თავად ამბობს, დღემდე უნებლიე შარდვა აქვს.
სასაცილოა, ხომ?
რისი შეშინდათ, იცით? გულზე ხელი რომ დავიდე, იმის.
დაქირავებული რუსული TV იმედის 7 ბრგე „ვაჟკაცი“ კურდღლებივით ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ და ისე გარბოდნენ”.- წერს წერილში თამაზ ელიზბარაშვილი.

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.

სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს – შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა “პირველებთან” თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV “იმედზე” მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა – საუბარია რესტორან “სხვა”-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ გაჩნდა ბაგა-ბაღებში “ნოროვირუსი”- თბილისის მერის მოადგილის განმარტება
  • “ამიკ­რძა­ლეს ლო­გი­ნადჩა­ვარ­დნი­ლ, 84 წლის ავად­მყოფ დე­დას­თან და­რეკ­ვა”- თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის წერილი ციხიდან
  • “გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge