Sunday, November 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა საქართველოში – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

November 8, 2026
ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა საქართველოში – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. “საფარის” ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს.

პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩარევები ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებით ან ლეტალური შედეგით სრულდება.

ბაია პატარაია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ შავ ბიზნესს გავლენიანი მფარველი ჰყავდეს.

“ორგანოების დონაცია არსებობს ყველგან, მაგრამ საქართველოში, რეალურად, არის ვაჭრობა, აღებ-მიცემობა ამ როგანოების და ეს ყველაფერი არის შეფუთული როგორც დონცია. როგორ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულს ამდენი ხანი ვერ ხედავდეს სამართალდაამცავი სტრუქტურა მაშინ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ და მოწოდებებს ვაკეთებთ ცალკეული ადამიანები. ეს არის პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ საერთოდ არ აინტერესებს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქე და რომ ამ შავი ბიზნესით, ვიღაცეები ხეირობენ, რომლებიც არიან გავლენიანები” – ამბობს ბაია პატარაია.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “ტვ პირველი” კავშირზე იმ ადამიანთან გავიდა, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული. ქალი, რომელმაც ანონიმად დარჩენა არჩია, ადასტურებს, რომ საქართველოში ორგანოებით ვაჭრობა ნამდვილად ხდება, თუმცა ეს ოფიციალურად ხორციელდება.

“აგენტი ვარ ჩვეულებრივი. ვიცი, რომ არიან პაციენტები, ვისაც სჭირდებათ გადანერგვადა არიან ადამიანები, ვისაც სჭირდებათ ფინანსური სარგებელი და შუამავალი ვარ. ვიცი, რომ ოფიციალურად სულ სამი ექიმი აკეთებს ამას კლინიკაში საქართველოში, კეთდება სასამართლოთი, ნოტარიულად. ის ხომ არ არის, რომ დაიჭირონ ძალით და ამოაჭრან, უხდიან, 20-25 ათასს თუ 35 თასს, ზუსტად არ ვიცი. აგენტისთვის მიზერული ანაზრაურებაა, სურგიაციისთვის ბევრად მეტია” – ამბობს ქალი.

ანონიმური წყარო ამბობს, რომ საკუთარი ორგანიების გაყიდვის ინიციატივით მასთან ახალგაზრდა ბიჭებიც კი მიდიან.

“მომმართა ორმა ბიჭმა, ერთი არის 20 წლის, მეორე 21 წლის. ვიცი, რომ უარს ეუბნებიან ასეთ ასაკში, იმიტომ, რომ მშბლის ნებართვას ითხოვს სასამართლო ანუ რაღაც მოთხოვნები არის, ასე უბრალოდ, ყველას არ აჭრიან. არის ყოფილი სამხედრო, გოგო, რომელიც ავღანეთშია ნაომარი, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს საოპერაციო და ახლა ცდილობს, რომ სუროგაცია გაიკეთოს და თუ არ გამოვა, აპირებს, რომ ღვიძლი ამოიჭრას” – ამბობს ქალი.

დონაცია მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა საკუთარი ორგანოებით ვაჭრობა და გაყიდვა, საქართველოში აკრძალულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • “სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი” – დავით მათიკაშვილი
  • ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა საქართველოში – რა ინფორმაციას ავრცელებს ბაია პატარაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge