რუსეთი ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში… – განცხადებას რომან ფარცხალაძე ავრცელებს.
“საქართველოს მოსახლეობის გონიერი ნაწილი არ აჰყვა დასავლეთის მცდელობებს, ჩაენერგა რუსეთის მიმართ სიძულვილი. ის ყოველთვის რუსეთისა და ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება” – ამბობს ოთარ-რომანოვ ფარცხალაძე კრემლის პროპაგანდისტულ TACC-თან.
“რუსეთი ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდებში, როდესაც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. რაც უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებს რუსეთის სიძულვილი ჩაუნერგონ, საღად მოაზროვნე ადამიანები – ისინი კი საქართველოში ძალიან ბევრნი არიან – ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნებიან და არა დასავლური ყალბი ნარატივების” – ამბობს ის. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელმაც რომანოვის გვარი მიიღო და ახლა დანაყოფ “გეორგიევსკის” შექმნასა და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას გეგმავს, ბოლო დღეებში, რუსული პროპაგანდისტული მედიის ინტერესის ობიექტია.
