ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სკუტერით მოძრავ არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი მსუბუქად დაშავდა.
როგორც ცნობილია, არასრულწლოვნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მას მხოლოდ გარეგანი, უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
პოლიციას შემთხვევის ადგილის პერიმეტრი ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
