Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორსული ქალი, ციხეში, მეუღლესთან ხანგრძლივი პაემანზე შესვლისას, ნარკოტიკული ნივთიერების შეტანას ცდილობდა – პროკურატურამ ბრალდება ოთხ პირს წარუდგინა.

November 5, 2026
“დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”- პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები ,,მეთადონი” და ,,ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც აღკვეთილი იქნა პენიტენციურ დაწესებულების თანამშრომლების მიერ.

„ნარკოტიკული საშუალებების გადამცემ 3 დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე სეკუნდა მუხლის მერვე ნაწილის ,,ა“ და მეცხრე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინათ, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის ორგანიზატორ პატიმარს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-25-260-ე სეკუნდა მუხლის მეცხრე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მცდელობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული ყველა პირის მხილების და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არაფერი იკრძალება – ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს – ირაკლი კობახიძე
  • შემზარავი დანაშაული იმერეთში – მამაკაცმა არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა
  • “ოპოზიციაში ჰერჩინსკის ფავორიტები არეულები არიან, ესეც მის ტრაგედიაზე მეტყველებს, პატრონებმა მიიყვანეს აქამდე, გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ხალხის მხრიდან ნულოვანი ნდობა აქვთ”- ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge