Apple-მა თავის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე 3 ახალი პროდუქცია – iPhone 18 Pro და Pro Max საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ცნობილია, რომ სამივე ახალი მოდელი მსოფლიო ბაზარს უახლოეს პერიოდში მიეწოდება.
ქართულ ბაზარზე კი Apple-ის ახალი მოდელები სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდება.
კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტექნიკის მაღაზიებში განუცხადეს, iPhone 18 Pro-სა და iPhone 18 Pro Max-ის გაყიდვები საქართველოში 20-25 სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო პირველი დასაკეცი აიფონის (iPhone Duo) ყიდვას მომხმარებლები ოქტომრბის ბოლოს შეძლებენ.
ტექნიკის მაღაზიების ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრის სავარაუდო ფასები, ასეთია:
iPhone Duo – პირველ ეტაპზე მისი ფასი (წინსწრები) 12 000 ლარი იქნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი 10 000 ლარამდე დასტაბილურდება;
iPhone 18 Pro – საწყისი ღირებულება 5 500 ლარი იქნება;
iPhone 18 Pro Max – საწყისი ღირებულება 6 000 ლარი იქნება.
ტექნიკის მაღაზიებში ვარაუდობენ, რომ ახალ სმარტფონებზე ფასები კლებას ახალი წლიდან დაიწყებს.
ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი ახალი iPhone-ს ფერების სრული ასორტიმენტი იქნება.
ცნობისთვის, Apple-მა ახალი პროდუქცია 9 სექტემბერს წარადგინა. iPhone 18 Pro და Pro Max ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: შავი, თეთრი, ცისფერი და ბურგუნდისფერი. iPhone Duo კი ორ – შავ და თეთრ ფერში გამოვა.
როგორც პრეზენტაციის შემდეგ გახდა ცნობილი, iPhone 18 Pro-ის ოფიციალური ფასი 1 199 დოლარიდან იწყება, iPhone 18 Pro Max-ის კი 1 299 დოლარიდან.
რაც შეეხება iPhone Duo-ს, რომელიც პრეზენტაციის მთავარი სიახლე იყო, მისი ოფიციალური ფასი 1 999 დოლარიდან იწყება.
მსოფლიო ბაზარზე iPhone 18 Pro-სა და Pro Max-ის წინასწარი შეკვეთები 12 სექტემბრიდან იწყება, ოფიციალური გაყიდვები კი 18 სექტემბრიდან დაიწყება. რაც შეეხება დასაკეც iPhone Duo-ს, მისი გლობალური გაყიდვების დაწყება 23 ოქტომბრიდან არის დაანონსებული.
