გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის ადვოკატი გამოკითხვას ითხოვს – თემურ მაისურაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გამოძიებას ტყუილში ადანაშაულებს და წერს, რომ ლაზარე ჯორბენაძეს “თვითმკვლელობას აბრალებენ”.
მე ვიყავი ლაზარე ჯორბენაძის( მამა ანდრია) ადვოკატი, რადგან ვნებები არ ცხრება და თვითმკვლელობას აბრალით, დიდებულ ქრისტიანს გ თ ხ ოვ თ გამომკითხოთ! პატივისცემით!”, – წერს თემურ მაისურაძე.
ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით კითვები ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილმა პრემიერმა დასვა და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
