Wednesday, September 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ძალიან კარგია 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება, ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 9, 2026
“იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

x

შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – იქიდან, რაც ძირშივე მოწამლულია, კარგი არაფერი გამოვა – კარგია! ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რადგან საზოგადოება ბევრ ისეთ რაღაცას იგებს, რაც ჩვენ შეიძლება ვიცოდით და საჯაროდ არ ჩანდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან კარგია 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება და ყველაფერი ცხადი ხდება, რადგან ოპოზიციაში ამით თავადვე ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა.

„შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ეს არის რასაც ვაკვირდებით. იქიდან, რაც ძირშივე მოწამლულია, კარგი არაფერი გამოვა! კარგია, ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რადგან საზოგადოება ბევრ ისეთ რაღაცას იგებს, რაც ჩვენ შეიძლება ვიცოდით და საჯაროდ არ ჩანდა. საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას რაც შეეხებოდა, ვამბობდით, რომ უცხოეთიდან სხვადასხვა არხის გამოყენებით პარტიებში ფულის შემოდინება ხდებოდა. ახლა რომ 40 მილიონზე და გილაურზე საუბრობენ, რა გგონიათ მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხი იმისთვის, რომ უცხოეთიდან ფული შემოსულიყო და ჩარევა მომხდარიყო საქართველოს არჩევნებში. ასე რომ, ძალიან კარგია ამ 40 მილიონის საკითხი რომ ასე განიხილება და ყველაფერი ცხადი ხდება – თავად ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა. ასევე ადასტურებენ, რომ არადეკლარირებულ შემოსავლებთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ფიქტიური ჩარიცხვები, ადამიანების და სხვა არხების გამოყენება ხდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ფულის შემოდინებისთვის. ეს ფული რისთვის შემოდიოდა 2024 წელს ვნახეთ. გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს. ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს წამოსცდა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება წინასწარ იყო შეთანხმებული ბრიუსელში. მან თქვა, რომ „ჩვენ ვიცოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იწყალებდა ნიკა გვარამიას“. ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ არაფერი ვიცოდით და ეს ყველაფერი ზურაბიშვილმა ბრიუსელს შეუთანხმა. გვარამია იმისთვის გამოუშვეს, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ამრევი ჰყოლოდათ. ამ ყველაფრის შემდეგ რომ ბრიუსელი კიდევ აქეთ გვედავება, როცა კანდიდატ ქვეყანას ასეთ რაღაცებს გაუკეთებ, მის არჩევნებში ღიად ჩაერევი, მათ შორის, საკუთარი ელჩის მეშვეობით, როცა მისი არჩევნების დაფინანსებას „შავი ფულით“ ცდილობ, როდესაც ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებ, დეზინფორმაციას, გაქვს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ამის შემდეგ კიდევ აქეთ ედავებიან ქართველ ხალხს, რომ ეს უბრალოდ ამორალურია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • თერთმეტი დაზარალებული და თაღლითურად მითვისებული მილიონ ნახევარზე მეტი – დაკავებულია ერთი პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge