Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საპროცესოს მთავარ საქმეზე გაუფორმებენ

September 8, 2026
ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებს მოლოდინი აქვთ, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საპროცესოს მთავარ საქმეზე გაუფორმებენ

პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო გარიგებას უფორმებს – ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც ეს შეთანხმება ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი იხილავს.

3 წელი რეალური სასჯელი, 2 პირობითი და მილიონი ლარის ჯარიმა – ასეთია პირობები, რაზეც ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს დათანხმდა.

მსჯავრდებული ყოფილი მინისტრის ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას მთავარ საქმეზეც გაუფორმებს, სადაც მას 10 წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული.

ერთი წელია რაც ზის, საპროცესო შეთანხმების შესახებ ყველაფერი წერია პროკურატურის განცხადებაში. არამგონია ამის წინააღმდეგი იყოს ვინმე.

10 წელი სადაც აქვს მისჯილი, მთავარ საქმეზე ჯერ არ ყოფილა გაფორმებული შეთანხმება. მაგ განცხადებაში არ არის ნათქვამი ყოველი შემთხვევისთვის. გაფორმდება დღეს საპროცესო და გეტყვით… ამ საქმეზე განსხვავევბული პირობის მოთხოვნას რა აზრი აქვს. კი ბატონო (მაქვს მოლოდინი, რომ აქაც სამ წელზე შევჯერდებით).

ჯუანშერ ბურჭულაძე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. ეს რომ სდომოდა (რარიბაშვილზე ჩვენების მიცემა) ერთი წლის წინაც გააკეთებდა. დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.

თავადაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. საპროცესო თანხმდება ფორმდება ექს-მინისტრის ნათესავთან, ვასილ მხეიძესთან.

უფრო კონკრეტულად, გიორგი გვარაკიძის უწყებამ ბურჭულაძეს, სამედიცინო აპარატურის შეძენის საქმეზე, ქრთამის აღების ბრალდება დაუმატა, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.

“ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღება, პროკურატურა ამბობს, რომ ვასილ მხეიძე, ქრთამის აღებაში დახმარებას უწევდა ნათესავს.

რაც შეეხება საპროცესო პირობებს, ახალ საქმეზე თავდაცვის ექს-მინისტრს სამი წლით ციხეში ყოფნა და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს:

საქმე ეხება ეპიზოდს, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ირაკლი ღარიბაშვილსაც ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში დაწერა, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის საქმეზე ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებას არ ადასტურებს
  • “მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ…” – რას ამბობს ლევან სამუშია
  • პოლიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლის გარდაცვალების საქმეს იძიებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge